ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ჩვენ შესახებ

რა არის Onway

ყველა ამანათის უკან ისტორია დგას, ამბავი, რომელსაც ადრესატამდე სიფრთხილით მიტანა სჭირდება. Onway-ში ვაფასებთ თითოეული გზავნილის მნიშვნელობას, ამიტომ ჩვენი სერვისით ერთნაირად შეუძლიათ სარგებლობა როგორც კერძო, ასევე კორპორაციულ მომხმარებლებს. ჩვენ ვიცით, რომ ამანათის გაგზავნა-მიღება ნდობაზეა დამყარებული, სწორედ ამიტომ ყოველთვიურად მიღებულ 100 000 გზავნილს სიფრთხილით ვამუშავებთ და უსაფრთხოდ მიგვაქვს დანიშნულების ადგილზე. 

ჩვენი მოგზაურობა მარტივი იდეით დაიწყო - გვინდოდა შეგვექმნა ციფრული საკურიერო სერვისი, რომელსაც მომხმარებლები ენდობოდნენ; გვსურდა მიწოდება გაგვეხადა შეუფერხებელი, ხოლო პროცესები - გამჭვირვალე. ჩვენ ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რათა ვიყოთ მოქნილები და დროულები. იმ მომენტიდან, როდესაც თქვენს ამანათს გვანდობთ, ჩვენი მისიაა, სწრაფად, მაგრამ სიფრთხილით მივიტანოთ ის ადრესატამდე. 

ჩვენი ისტორია

Onway-ს შექმნის იდეა 7 წლის წინ დაიბადა. დამფუძნებლების მიზანი იყო შეექმნათ პირველი ქართული საკურიერო კომპანია, რომელიც უპასუხებდა ბაზარზე არსებულ ყველა გამოწვევას.
თავიდან კომპანიას 3 თანამშრომელი ჰყავდა, დღეს კი ჩვენს 10 ფილიალში 300-მდე ადამიანი მუშაობს, გვყავს 400-ზე მეტი პარტნიორი, ათასობით ადრესატი საქართველოს ყველა რეგიონში და 1 წლის განმავლობაში ჩაბარებული 1 000 000 ამანათი. 

ჩვენი ღირებულებები

ჩვენი მთავარი ღირებულება მომხმარებლის ნდობაა, რომელსაც მომსახურების მაღალი სტანდარტების დაწესებით მივაღწიეთ. ყოველდღიურად ვავითარებთ ხარისხს, რაც ჩვენი შრომისმოყვარე და გუნდური თანამშრომლების დამსახურებაა.

ჩვენი შედეგები

7

წელი ბაზარზე

13

მიწოდება ყველა რეგიონში

10

ფილიალი

300+

თანამშრომელი

500 +

პარტნიორი კომპანია

1 000 000 +

ჩაბარებული ამანათი

ჩვენი სერვისით სარგებლობენ

ვენდუ
liloshop
oriflame
credo
miniso
dazoge
isurve
citrus
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
unico
ექსტრა
sheidzine
imart.ge